როდის ეყოლება ბაიერნს ახალი მწვრთნელი? - პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

როდის ეყოლება ბაიერნს ახალი მწვრთნელი? - პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა


როდის ეყოლება ბაიერნს ახალი მწვრთნელი? - პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა

"ბაიერნის" პრეზიდენტს, ული ჰიონესს იმედი აქვს, რომ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს პერიოდში გაირკვევა.

ჩემპიონთა ლიგაზე "პსჟ"-სთან (0:3) განადგურების შემდეგ, მოგეხსენებათ, მიუნხენელებმა კარლო ანჩელოტი გაათავისუფლეს.

"რეკორდმაისტერი" დროებით ვილი სანიოლმა ჩაიბარა.

"ვადებთან დაკავშირებით ზეწოლას არ ვგრძნობთ", - ციტირებს ჰიონესის სიტყვებს Le Figaro.

"თუმცა, გვინდა, რომ ყველაფერი მომავალი ორი კვირის განმავლობაში გაირკვეს", - დასძინა "ბაიერნის" ხელმძღვანელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები