ფიფამ დელე ალი ერთი მატჩით დასაჯა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ფიფამ დელე ალი ერთი მატჩით დასაჯა


ფიფამ დელე ალი ერთი მატჩით დასაჯა

"ტოტენჰემისა" და ინგლისის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, დელე ალი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

ფიფამ ეს გადაწყვეტილება 2018 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე "სლოვაკეთთან" (2:1) გამართულ მატჩში ჰავბეკის უხამსი ჟესტის გამო მიიღო.

მოგეხსენებათ, ზემოთაღნიშნულ შეხვედრაში ალიმ შუა თითი აწია.

თავად ფეხბურთელმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ეს ჟესტი კაილ უოლკერს ეკუთვნოდა - შუახაზელის თქმით, ისინი ასე ხშირად ეხუმრებიან ხოლმე ერთმანეთს. ეს ფაქტი თავად უოლკერმაც დაადასტურა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები