ანჩელოტიმ შეიძლება ვესტ ჰემი ჩაიბაროს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ანჩელოტიმ შეიძლება ვესტ ჰემი ჩაიბაროს


ანჩელოტიმ შეიძლება ვესტ ჰემი ჩაიბაროს

"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ კარიერა შეიძლება ინგლისში გააგრძელოს, იტყობინება Telegraph.

იტალიელი სპეციალისტით "ვესტ ჰემია" დაინტერესებული, რომელიც პრემიერ ლიგაში ექვსი ტურის შემდეგ მე-18 ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, ანჩელოტი ინგლისში უკვე მუშაობდა, 2009 წლიდან 2011 წლამდე იგი "ჩელსის" ედგა სათავეში.

ცნობისთვის, "არისტოკრატებთან" ერთად კარლომ ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიგო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები