ბენტეკე მუხლის ტრავმის გამო თვენახევარს იუქმებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბენტეკე მუხლის ტრავმის გამო თვენახევარს იუქმებს


ბენტეკე მუხლის ტრავმის გამო თვენახევარს იუქმებს

"კრისტალ პალასის" მთავარმა მწვრთნელმა, როი ჰოჯსონმა განაცხადა, რომ თავდამსხმელი, კრისტიან ბენტეკე, რომელმაც "მანჩესტერ სიტისთან" (0:5) პრემიერ ლიგის მე-6 ტურში გამართულ მატჩში მუხლი დაიზიანა, არანაკლებ 6 კვირას გამოტოვებს.

სეზონის სტარტზე "არწივებს" ექვსიდან ექვსი მარცხი აქვთ და ერთი გოლიც კი არ გაუტანიათ.

"ბენტეკეს მუხლის მყესი აქვს დაზიანებული. იგი არანაკლებ 6 კვირას იუქმებს", - ციტირებს ჰოჯსონის სიტყვებს BBC.

შეგახსენებთ, 26 წლის ბელგიელი ფორვარდი "კრისტალ პალასში" "ლივერპულიდან" 2016 წლის აგვისტოში გადავიდა. ახალი კლუბის შემადგენლობაში მან 42 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები