ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად რონალდუ დასახელდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად რონალდუ დასახელდა


ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად რონალდუ დასახელდა

"რეალის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ ხმათა 35 პროცენტით ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

პორტუგალიელმა ფორვარდმა დორტმუნდის "ბორუსიასთან" (3:1) გამართულ გასვლით შეხვედრაში დუბლი გაიფორმა.

ორი მატჩის შემდეგ, რონალდუს ანგარიშზე 4 გოლია. იგი მეორე-მესამე ადგილს "სევილიას" ფორვარდ ვისაბ ბენ იედერთან იყოფს.

რაც შეეხება ბომბარდირთა დავის ლიდერს - პირველ პოზიციაზე "ტოტენჰემის" თავდამსხმელი, ჰარი კეინია (5 გოლი).

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები