ბარსელონა გერმანიის ეროვნული ნაკრების ფორვარდით ინტერესდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბარსელონა გერმანიის ეროვნული ნაკრების ფორვარდით ინტერესდება


ბარსელონა გერმანიის ეროვნული ნაკრების ფორვარდით ინტერესდება

"ლაიფციგის" თავდამსხმელმა, ტიმო ვერნერმა "ბარსელონას" ყურადღება მიიპყრო, იტყობინება El Mundo Deportivo.

კატალონიელთა დირექტორი, რობერტო ფერნანდესი გერმანიის ეროვნული ნაკრების 21 წლის ფეხბურთელს რამდენიმე მატჩში დააკვირდა.

"ბარსელონა" ვერნერში ლუის სუარესის შემცვლელს ხედავს.

აქამდე ცნობილი გახდა, რომ ვერნერს "რეალიც" აკვირდება.

გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ახალგაზრდა ფორვარდმა ჩატარებულ 6 მატჩში 5 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასიც ჩაიწერა აქტივში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები