ელ შაარავი: "თუ მილანს გავუტან, არ აღვნიშნავ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ელ შაარავი: "თუ მილანს გავუტან, არ აღვნიშნავ"


ელ შაარავი:

"რომას" თავდამსხმელმა, სტეფან ელ შაარავიმ, "მილანთან" თამაშის წინ აღნიშნა, რომ თავისი ყოფილი კლუბის კარში გატანილ გოლს არ აღნიშნავს.

"ჩემთვის "მილანში" გადასვლა ნამდვილი ოცნება იყო, როგორც კლუბის გულშემატკივარისთვის. სწორედ მილანური კლუბის რიგებში გავიტანე ჩემი პირველი გოლი სერია ა-ში, ჩემპიონთა ლიგაზე და "როსონერი" ჩემთვის ყველაფერი იყო.

ამ გუნდის მადლობელი სამუდამოდ ვიქნები, ამიტომ კვირას ჩემთვის განსაკუთრებული მატჩი იქნება. მათ კარში გატანილი ორი გოლი არ აღმინიშნავს და ასე იქნება ამ შემთხვევაშიც", - აღნიშნა ეგვიპტელმა შემტევმა.

ელ შაარავი "მილანის" ღირსებას 2011-16 წლებში იცავდა და "როსონერის" მაისურით ჩატარებულ 82 თამაშში 21 ბურთი გაიტანა.
ასევე იხილეთ თემაზე:
მილანი სტეფან ელ შაარავი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები