UEFA-ს რეიტინგში ბუნდესლიგას სერია A-მაც გადაასწრო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

UEFA-ს რეიტინგში ბუნდესლიგას სერია A-მაც გადაასწრო


UEFA-ს რეიტინგში ბუნდესლიგას სერია A-მაც გადაასწრო

უეფამ საკლუბო ჩემპიონატების რეიტინგი განაახლა, სადაც ცვლილებებია.

7 წლის შემდეგ, პირველად გერმანიის ბუნდესლიგა სამეულიდან გამოვარდა.

ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის უკანასკნელი ტურების შემდეგ, მე-3 პოზიცია იტალიის სერია A-მ დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ 2010 წლამდე სწორედ სერია A იყო უეფას სამეულში, თუმცა შემდეგ ბუნდესლიგამ ჩაანაცვლა.

იმ პერიოდში, სამეულში ყოფნას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მხოლოდ პირველ სამეულში მყოფ გუნდებს ჰყავდათ ჩემპიონთა ლიგაზე 4-4 გუნდი.

ახლა ნაკლები მნიშვნელობა აქვს, რადგან პირველ ოთხეულში მყოფ გუნდებს ჰყავთ ჩემპიონთა ლიგაზე 4 წარმომადგენელი.

UEFA-ს რეიტინგში ბუნდესლიგას სერია A-მაც გადაასწრო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები