გერმანიის სრული კრახი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გერმანიის სრული კრახი


გერმანიის სრული კრახი

ალბათ, მიმდინარე კვირას გერმანიის ფეხბურთის ისტორიაში, ევრო ტურნირებზე ერთ-ერთი ყველაზე უარესი იყო.

ჩემპიონთა ლიგასა და ევროპა ლიგაზე ბუნდესლიგის 6 გუნდი წარსდგა და ვერც ერთმა გუნდმა გამარჯვება ვერ მოახერხა. მსგავსი, რამ ხშირად არ ხდება.

ჩემპიონთა ლიგა
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ბუნდესლიგის სამივე წარმომადგენელი დამარცხდა, თანაც სამივე 2-ბურთიანი ჰანდიკაპით.

"ლაიფციგი", რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძოდა, სამარცხვინოდ თურქულ "ბეშიქთაშთან" დამარცხდა. "ბაიერნი" "პარი სენ ჟერმენთან" განადგურდა, "დორტმუნდს" კი "რეალმა" აჯობა.

მეორე ტურის შემდეგ, ბუნდესლიგის გუნდების ჯგუფიდან გასვლის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. 99%-ით "ბაიერნი" შეძლებს გასვლას, თუმცა "დორტმუნდი" (0 ქულა) და "ლაიფციგი" (1 ქულა) საკითხავია...

ევროპა ლიგა
ჩემპიონთა ლიგის შავი დღეების შემდეგ, გერმანელები ალბათ ევროპა ლიგაზე მაინც ელოდნენ წარმატებას, თუმცა აქ კიდევ უფრო მოულოდნელი შედეგები დაფიქსირდა.

ბუნდესლიგის გუნდებმა საკმაოდ დაბალი დონის კლუბებთან დათმეს შეხვედრები.

"ჰოფენჰაიმი", რომელიც გასულ წელს ოთხეულში შევიდა და ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გამოსულიყო, გუშინ, "ლუდოგორეცთან" დამარცხდა. ევროპა ლიგის ორი ტურის შემდეგ, გუნდს 0 ქულა აქვს.

"კილნმა" სახლში "ცრვენა ზვეზდა" მიიღო და მოულოდნელად 0:1 დამარცხდა. "ჰოფენჰაიმის" მსგავსად "კიოლნსაც", ორი ტურის შემდეგ 0 ქულა აქვს.

ბერლინის "ჰერტა" სტუმრად შვედურ "ესტერსუნდს" შეხვდა და ისიც 0:1 დამარცხდა.

ამრიგად, მიმდინარე კვირაში ევრო ტურნირებზე 6 გერმანული გუნდიდან ექვსივე დამარცხდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები