ბრიტანეთის საელჩო: "ეს მხოლოდ რეკომენდაციები იყო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბრიტანეთის საელჩო: "ეს მხოლოდ რეკომენდაციები იყო"


ბრიტანეთის საელჩო:

ბრიტანეთის საელჩომ უელსელი ქომაგებისთვის გაცემულ რეკომენდაციებზე ახალი განცხადება გააკეთა.

საელჩოში განმარტავენ, რომ ეს მხოლოდ რეკომენდაციები და ადგილობრივი კულტურის გასაცნობი მიმართვა იყო.

6 ოქტომბერს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უელსის ნაკრებს მასპინძლობს. გასულ კვირას, ბრიტანეთის საელჩომ იმ უელსელ ქომაგებს, რომლებიც თბილისში ჩამოსვლას აპირებენ, რეკომენდაციებით მიმართა.

მათ რამდენიმე ლოგიკური შეფასება გააკეთეს, ავტომობილის მძღოლების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მოუწესრიგებელ ტროტუარებზე და საზოგადოებრივ საპირფარიშოებზე.

თუმცა განცხადებაში დამატებული იყო, რომ თბილისში ღამე სიარული უსაფრთხო არ არის და კაფე/ბარებთან ყაჩაღები არიან ჩასაფრებულები. ასევე, მათ უელსელებს მიანიშნეს, რომ ტაქსის მძღოლები საშიშნი არიან, რადგან ისინი სექსუალურად ძალადობენ კლიენტებზე.

ალბათ, პირი, რომელიც ამ განცხადებას გაეცნობოდა იფიქრებდა, რომ საუბარი 90-იანი წლების თბილისზეა და არა დღევანდელზე, რომელიც სტატისტიკით ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქალაქია.

სწორედ ამიტომ, საზოგადოებაში ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, რის გამოც მათ დღეს მეორე განცხადება გაავრცელეს.

ბრიტანეთის საელჩო: "ეს მხოლოდ რეკომენდაციები იყო"

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები