სამტრედიამ პენალტები გააფუჭა და შუქურას ქულა აჩუქა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სამტრედიამ პენალტები გააფუჭა და შუქურას ქულა აჩუქა


სამტრედიამ პენალტები გააფუჭა და შუქურას ქულა აჩუქა

სამტრედიამ რომ 3 ქულა ვერ აიღო, თავის თავს უნდა დააბრალოს. არადა, სულ თავისუფლად შეიძლებოდა, შინ უქულოდ გაბრუნებულიყვნენ. იმერლებმა 2 პენალტი ვერ გამოიყენეს და ორივე იმ დროს, როდესაც თავად შეეძლოთ დაწინაურება.

ნიკოლოზ საბანაძე 0:0-ზე გააცუდა 11 მეტრიდან _ მას გიორგი სომხიშვილმა აჯობა, მაგრამ სამტრედიამ მაინც გაიტანა: საბანაძის პასის შემდეგ რაჟამაშვილმა დაარტყა, ბურთი გზად კლიმიაშვილს მოხვდა, ტრაექტორია შეიცვალა და სომხიშვილის ზურგს უკან ჩაეშვა.

მეორე ტაიმში შუქურამ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა ალექსანდრე გურულის ჩაწოდების შემდეგ მარსელიონომ მშვენიერი გოლი შეაგდო.

აქედან 5 წუთში კიდევ ერთი პენალტი შუქურას კარში... ამჯერად დარტყმა სანდოხაძემ ითამავა და ბურთი ხარიხას გაარტყა.

87-ე წუთზე ქობულეთელთა კონტრშეტევა და კობა შალამბერიძემ აჭარლები წინ გაიყვანა. გიორგი შაშიაშვილის გუნდს ელიტაში დარჩენისთვის მშვენიერი შანსი გაუშნდა, მაგრამ მატჩის ბოლომდე ანგარიშის შენარჩეუნება ვერ მოახერხა _ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში საბანაძემ მოახერხა ანგარიში გათანაბრება და სამტრედიამ ლიდერთან სხვაობა იგივე დატოვა.

შუქურა-სამტრედია 2:2
ბათუმი. რაგბი არენა
0:1 რაჟამაშვილი (26), 1:1 მარსელინიო (60), 2:1 შალამბერიძე (87), 2:2 საბანძე (90)
მე-19 წუთზე საბანაძემ ვერ გამოიყენა პენალტი (მეკარე)
65-ე წუთზე სანდოხაძემ ვერ გამოიყენა პენალტი (ხარიხა)

შუქურა: სომხიშვილი, დ.ჩაგელიშვილი (გოგილაშვილი 90), ჯეფინიო (პომოზანი 68), კლიმიაშვილი, მარსელინიო, ა.გურული, ტიან ლინი (შალამბერიძე 58), კახელიშვილი, დასე, გოგიტიძე, ჩაჩუა

სამტრედია: მიგინეიშვილი, მთივლიშვილი, კასრაძე, სანდოხაძე, მანჯგალაძე, რაჟამაშვილი, მარკოზაშვილი (სამუშია 57), საბანაძე, გოგიაშვილი, დათუნაიშვილი, გიი (ოლაიტანი 67)
გაძევება: კახელიშვილი (64)

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები