"ბარსელონამ პრემიერ ლიგა, ლიგა 1 ან სერია A უნდა აირჩიოს", - რა მოხდება დამოუკიდებლობის შემთხვევაში? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

"ბარსელონამ პრემიერ ლიგა, ლიგა 1 ან სერია A უნდა აირჩიოს", - რა მოხდება დამოუკიდებლობის შემთხვევაში?



ხერარდ ფიგუერა, რომელიც კატალონიის კუთხეში სპორტის მინისტრია, კატალონიის დამოუკიდებლობაზე კომენტარს აკეთებს.

1 ოქტომბერს, კატალონიაში რეფერნდუმია დანიშნული. საზოგადოებამ ხმა დამოუკიდებლობას ან ესპანეთში დარჩენას უნდა მისცეს.

რა თქმა უნდა, მადრიდი რეფერენდუმს არაკანონიერად აცხადებს და შედეგებს არ მიიღებს.

ამავდროულად, უკვე დაიწყო "ბარსელონაზე" საუბარი. კატალონიის დამოუკიდებლობის შემთხვევაში გუნდს ლა ლიგაში ასპარეზობის უფლება აღარ ექნება.

კატალონიის სპორტის მინისტრი ამბობს, რომ ადგილობრივმა გუნდებმა თავად უნდა აირჩიონ ჩემპიონატი.

"კატალონიის დამოუკიდებლობის შემთხვევაში "ხირონამ", "ესპანიოლმა" და "ბარსელონამ" თავად უნდა აირჩიონ რომელ ლიგაში იასპარეზებენ.

დარჩებიან ლა ლიგაში თუ რომელიმე სხვა ევროპულ ლიგას შეუერთდებიან. მაგალითად, პრემიერ ლიგას, სერია A-ს, ან ლიგა 1-ს.

დღესდღეობით არის მსგავსი პრეცედენტები, როდესაც სხვა ქვეყნის გუნდები სხვა ჩემპიონატებში თამაშობენ. მაგალითად, ანდორას სპორტული გუნდები ესპანეთში ასპარეზობენ, მონაკო საფრანგეთის ჩემპიონატში თამაშობს", - განაცხადა კატალონიიის სპორტის მინისტრმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები