გრიზმანი: "როდესაც ბავშვი ვიყავი მიყვარდა ბექჰემსა და ზიდანზე ინფორმაციის წაკითხვა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გრიზმანი: "როდესაც ბავშვი ვიყავი მიყვარდა ბექჰემსა და ზიდანზე ინფორმაციის წაკითხვა"


გრიზმანი:

"ატლეტიკოს" შემტევმა ანტუან გრიზმანმა წარსულზე ისაუბრა.

ახალი ამბავი არ არის, რომ მისი კუმირი დევიდ ბექჰემი იყო, თუმცა მას ზინედინ ზიდანის თამაშიც ხიბლავდა.

"იმისთვის, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი, ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მომიწია და ეს ყველაფერი ადვილი არასდროს არ ყოფილა.

როდესაც ბავშვი ვიყავი, მიყვარდა ზინედინ ზიდანისა და დევიდ ბექჰემის შესახებ ინფორმაციების წაკითხვა.

მსურს, რომ ჩემი ჰუმანურობა და სპორტული ღირებულებები ახალ თაობას გადავცე", - განაცხადა გრიზმანმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები