მოურინიომ დაადასტურა, პოგბა დიდი ხანი ვერ დაბრუნდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მოურინიომ დაადასტურა, პოგბა დიდი ხანი ვერ დაბრუნდება


მოურინიომ დაადასტურა, პოგბა დიდი ხანი ვერ დაბრუნდება

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა ჟოზე მოურინიომ დაადასტურა, რომ პოგბას ტრავმა სერიოზულია და ის ლაზარეთში კიდევ დიდ ხანს დარჩება.

ფრანგმა ნახევარმცველმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგის მატჩში, "ბაზელთან" მიიღო და უკვე 4 შეხვედრა გამოტოვა.

"პოგბა? მას ტრავმა აქვს და ახლა არ ვისაუბრებ იმ მოთამაშეებზე რომლებიც კიდევ დიდი ხნით ვერ დაგვეხმარებიან.

ამჟამად "მანჩესტერში" ასეთი სამი ფეხბურთელია, იბრაჰიმოვიჩი, პოგბა და როხო. ახლა ამ თემაზე საუბრის დრო არ არის", - განაცხადა მოურინიომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები