10 ყველაზე სახალისო ფრაზა, რომელმაც ლეგენდების მატჩზე გაიჟღერა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

10 ყველაზე სახალისო ფრაზა, რომელმაც ლეგენდების მატჩზე გაიჟღერა


10 ყველაზე სახალისო ფრაზა, რომელმაც ლეგენდების მატჩზე გაიჟღერა

"დინამო არენაზე" გაიმართა საქველმოქმედო მატჩი, სადაც მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდებმა ითამაშეს.

როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა სანახაობრივი გამოდგა და მსოფლიო ვარსკვლავების გამარჯვებით, 6:5 დასრულდა.

შეხვედრას 45 ათას გულშემატკივარზე მეტი დაესწრო და რა თქმა უნდა, ტრიბუნაზე ბევრი სახალისო ფრაზაც გაისმა.

GOAL.GE გთავაზობთ ტრადიციულ რუბრიკას სათაურით - 10 ყველაზე სახალისო ფრაზა, რომელმაც ლეგენდების მატჩზე გაიჟღერა

"სალგადო რას დარბის, ჩვენი ნაკრების მარჯვენა ფლანგელებს აჯობებს"

"ამისულაშვილი გინდ ვეტერნებთან ათამაშე, გინდ მოქმედ ფეხბურთელებთან, მაინც ამისულაშვილია"

"პირველად ხდება, რომ დინამოს სტადიონზე მსაჯს არ აგინებენ"

"შევჩენკო საქართველოს მოქალაქე გახდა თუ რატომაა ჩვენკენ?" ( გოგოები ტრიბუნაზე)

"გაიტანეთ ახლა გოლი თორე მოვალ და მე გავიტან" (გუგავა ტრიბუნაზე)

"შევჩენკო, უკრაინაში თუ მიდიხარ, სააკაშვილთან ტყემალს გაგატან"

"თამაშის წინ გლდანის შაურმა ჭამეს თუ რატო ვერ დარბიან?"

"მალდინი და დიდა სათადარიგოთა სკამზე წეროებს თამაშობენ თუ რატო არ გამოდიან?"

"მალდინიმ ჩამოსვლისთანავე უჩა ლობჟანიძის ძებნა დაიწყო, ჩემი მემკვიდრე სადააო"

"ამდენი ვარსკვლავი ერთ თამაშზე, შუქურა-კოლხეთის შემდეგ არ მახსენდება"

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები