ერნან კრესპო: "საქართველოში პირველად ვიყავი და კარგი შთაბეჭდილება დამრჩა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ერნან კრესპო: "საქართველოში პირველად ვიყავი და კარგი შთაბეჭდილება დამრჩა"


ერნან კრესპო:

"დინამო არენაზე" გაიმართა საქველმოქმედო მატჩი, სადაც ფეხბურთის ლეგენდებმა ითამაშეს. მატჩის შემდეგ კომენტარი ერნან კრესპომ გააკეთა.

"საოცარი ატმოსფერო იყო. შევხვდი ჩემს ბევრ ყოფილ თანაგუნდელებს, მატჩი ქველმოქმედების მიზნით ჩატარდა და საბოლოო ჯამში, დიდებული ღონისძიება გამოვიდა.

გულშემატკივრობა სასწაული იყო და ყველას მადლობას ვუხდი ამისთვის. საქართველოში პირველად ვარ და ამ ქვეყანაზე კარგი შთაბეჭდილება დამრჩა", - აცხადებს კრესპო.

მოგეხსენებათ, არგენტინელმა თავდამსხმელმა მატჩი სასტარტოში დაიწყო, თუმცა ის მალევე გავიდა მოედნიდან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები