ჟარდიმი: "პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჟარდიმი: "პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ"


ჟარდიმი:

"მონაკოს" მთავარმა მწვრთნელმა, ლეონარდო ჟარდიმმა, "მონპელიესთან" გუშინდელი მატჩი შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა სენსაციურად ვერ მოიგო.

"ჩვენმა მოწინააღმდეგემ კარგი ფეხბურთი აჩვენა და მუდმივად გატანას ცდილობდა. მეორე ტაიმში ბურთის მეტოქის საჯარიმოში მიტანის პრობლემა შეგვექმნა. ჩვენ სისწრაფე და გადაადგილება დაგვაკლდა, ამიტომაც სივრცეების გათავისუფლება გვიჭირდა.

ზოგჯერ გუნდმა აგრესია, მონდომება უნდა გამოავლინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ქულებს დაკარგავ. ხოლო თუ მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე 1:0 იგებ, მაშინ ორმაგად კონცენტრირებული უნდა იყო.

რა თქმა უნდა, ფრით ბედნიერი არ ვარ. ჩვენი მიზანი გამარჯვება იყო, მაგრამ ვერ მოვიპოვეთ და ამის გამო პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. გამარჯვებას მოწყურებული ვარ და შესაძლოა, ზედმეტად ბევრს ვითხოვ. ჩვენ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს", - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი "მონპელიეს" 1:0 ამარცხებდა და გამარჯვება მატჩის ბოლო წუთებზე გაუშვა ხელიდან - 1:1. ახლა "პარი სენ ჟერმენს" ეძლევა შანსი, რომ მთავარ კონკურენტს 3 ქულით გაასწროს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ლეონარდო ჟარდიმი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები