ბოკას მწვრთნელი: "ბენტანკური სამხრეთ ამერიკელი პოგბაა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბოკას მწვრთნელი: "ბენტანკური სამხრეთ ამერიკელი პოგბაა"


ბოკას მწვრთნელი:

"ბოკა ხუნიორსის" მთავარმა მწვრთნელმა, გილერმო ბაროს სკელოტომ, გუნდის ურუგვაელ ტალანტზე, როდრიგო ბენტანკურზე ისაუბრა.

"ჩვენთან, არგენტინაში, ზოგი ფიქრობს, რომ ბენტანკური "იუვეში" მაქსიმუმ 6 თვე დარჩება და შემდეგ ისევ "ბოკაში" დაბრუნდება.

თუმცა ამის საპირისპიროდ ლეონარდო ტურინში დიდებულად ასპარეზობს და ურუგვაის ნაკრებში გამოძახებაც მიიღო. მისით ვამაყობ და მიხარია, რომ ასე კარგად გამოიყურება.

ის ინტელიგენტური მოთამაშეა და საოცარი მენტალიტეტი აქვს. დამიჯერეთ, ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა, ის ძალიან მაგარი ბიჭია. ბენტანკურს "სამხრეთ ამერიკელ პოგბას" ვუწოდებდი. ის მართლაც ძალიან მაღალი დონის მოთამაშეა", - აღნიშნა 44 წლის არგენტინელმა სპეციალისტმა.

20 წლის ურუგვაელი ნახევარმცველი "იუვენტუსმა" ამ ზაფხულს "ბოკა ხუნიორსიდან" იჯარის წესით დაიმატა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები