ჰამშიკი: "ერთი სული მაქვს როდის შევხვდები გვარდიოლას" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჰამშიკი: "ერთი სული მაქვს როდის შევხვდები გვარდიოლას"


ჰამშიკი:

"ნაპოლის" კაპიტანმა და ცენტრალურმა ნახევარმცველმა, მარეკ ჰამშიკმა, განაცხადა, რომ პეპ გვარდიოლასთან შეხვედრას სულმოუთმენლად ელის.

"ნაპოლი" ახლა ჩემი ცხოვრებაა. სიმართლე გითხრათ, არც ვიცი თუ რამ გამოიწვია ჩემი ასეთი სიყვარული ამ ქალაქისადმი, მაგრამ ნეაპოლის დატოვება არასოდეს მიფიქრია.

სულაც არ ვნანობ, რომ თავის დროზე "მილანში" ან "იუვენტუსში" არ წავედი, ვინაიდან ამ შემთხვევაში აქ ვეღარ დავრჩებოდი.

ინიესტა ჩემს პოზიციაზე ყველა დროის საუკეთესოა. მის თამაშებს საათობით ვუყურებ და ვცდილობ, რომ მისი მოძრაობები შევისწავლო და გავითავისო.

ძალიან მინდა, რომ პეპ გვარდიოლასთან ერთად ვიმუშავო და ახლა მას ჩემპიონთა ლიგაზე მოწინააღმდეგის რანგში შევხვდები. ერთი სული მაქვს როდის მოვა ამის დროს", - განაცხადა სლოვაკმა ნახევარმცველმა.

ნეაპოლური კლუბი პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტის" 17 ოქტომბერს "ეტიჰადზე" შეხვდება, ორ კვირაში კი "სან პაოლოზე" უმასპინძლებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები