მოურინიო: "იბრაჰიმოვიჩის დაბრუნებამდე ლუკაკუ ითამაშებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მოურინიო: "იბრაჰიმოვიჩის დაბრუნებამდე ლუკაკუ ითამაშებს"


მოურინიო:

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ თავდამსხმელ რომელუ ლუკაკუს ვერ დაასვენებს.

პორტუგალიელის თქმით, ეს მოედანზე ზლატან იბრაჰიმოვიჩის დაბრუნებამდე შეუძლებელია.

"იბრაჰიმოვიჩის გარეშე იძულებულები ვართ რეგულარულად ლუკაკუ გამოვიყენოთ", - ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Goal.com.

"მარკუს რეშფორდს სხვა პოზიციებზე შეუძლია თამაში. ზლატანის გამოჩენამდე რომელუს ვერ დავასვენებთ".

"ბელგიის ნაკრები? ეს რობერტო მარტინესის პასუხისმგებლობაა. ლუკაკუს თაობაზე გადაწყვეტილებას იგი იღებს. ვერაფერს ვურჩევ", - დასძინა ჟოზემ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები