დანილო: "სხვა სამყაროდან სამი ფეხბურთელია, რონალდუ? მისი მიზანი გოლებია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დანილო: "სხვა სამყაროდან სამი ფეხბურთელია, რონალდუ? მისი მიზანი გოლებია"


დანილო:

მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა დანილომ საუკეთესო მოთამაშეებზე ისაუბრა.

ასევე, 26 წლის ბრაზილიელმა კრიშტიანუ რონალდუზეც ისაუბრა და ახსნა, თუ რატომ არ შეიყვანა სამეულში.

"ჩემს მეგობრებს ვუთხარი, რომ პირადად მე მხოლოდ სამი ფეხბურთელს აღვიქვამ არაამქვეყნიურად, რომელთა თამაშიც პირადად ვარჯიშზე მინახავს.

ესენი არიან: ნეიმარი, ისკო და მარსელო.

მარსელო შესანიშნავი მოთამაშეა, რომელსაც უნდა, რომ სულ ბურთთან იყოს კავშირში. ასევეა ისკოც.

რონალდუ? ის განსხვავებულია. მისი მიზანი გოლები და შედეგებია", - ამბობს დანილო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები