რეალის ახალწვეულის გამო ბრაზილიის FA ფლამენგოს გაუბრაზდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რეალის ახალწვეულის გამო ბრაზილიის FA ფლამენგოს გაუბრაზდა


რეალის ახალწვეულის გამო ბრაზილიის FA ფლამენგოს გაუბრაზდა

ბრაზილიის ფეხბურთის ასოციაციამ "ფლამენგოს" მიმართ გაბრაზება ვერ დამალა.

საქმე მადრიდის "რეალის" ახალწვეულს ვინიციუს ჯუნიორს ეხება.

ინდოეთში 17 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი იმართება, სადაც ახალგაზრდა ბრაზილიელსაც უნდა ეთამაშა, თუმცა "ფლამენგომ" მის გაშვებაზე უარი განაცხადა.

ბრაზილიის ფეხბურთის ასოციაციაში ფიქრობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ნაკრებს დააზარალებს და კლუბის მხრიდან არასპორტულია.

როგორც იცით, ვინიციუსთან "რეალმა" წინასწარი ხელშეკრულება გააფორმა. 18 წლისას ის "სამეფო კლუბს" შეუერთდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები