გეგუჩაძემ გაფართოებული სია გამოაცხადა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გეგუჩაძემ გაფართოებული სია გამოაცხადა


გეგუჩაძემ გაფართოებული სია გამოაცხადა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 6 და 10 ოქტომბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს გამართავს დანიისა და ფარერების ნაკრებებთა, გია გეგუჩაძის გუნდი ორივე მატჩს სტუმრად ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ნაკრებმა სექტმბერში დაიწყო ახალი ციკლი და პირველი მატჩი შინ 0:3 წააგო პოლონელებთან.

გეგუჩაძემ უკვე შეარჩია 24 ფეხბურთელი, რომლებიც მომდევნო ორი მატჩისთვის მოემზადებიან.
უნდა ითქვას, რომ ამჯერად ახალგაზრდული ნაკრები მოღონიერებული შემადგენლობით არის.

ეროვნული გუნდიდან ასაკის გამო ახალგაზრდულს დაუბრუნდნენ ჯემალ ტაბიძე და გიორგი არაბიძე, კვლავ ვხედავთ ახალგაზრდულ ნაკრებში ლეგიონერ რომან ჭანტურიას.

გაფართოებული სია სადღეისოდ ასეთია:

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე, ოთო გოშაძე (ორივე საბურთალო), ბექა ქურდაძე (ლოკომოტივი);
მცველები: აკაკი შულაია (დინამო თბ), გაგი მარგველაშვილი, ცოტნე ნადარაია (ორივე საბურთალო), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), გურამ გიორბელიძე (სიონი), რომან ჩაჩუა (შუქურა), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ქანთარია (გროდნო, ბელარუსი);

ნახევარმცველები: ვლადიმერ მამუჩაშვილი, გიორგი ხარაიშვილი (ორივე საბურთალო), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), გიორგი ზარია (დინამო თბ), ლადო მოხევიშვილი (ალკოიანო, ესპანეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი);

თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (დინამო თბ), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), რომან ჭანტურია (პრატო, იტალია);

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები