ბენ არფა პსჟ-ს უჩივის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბენ არფა პსჟ-ს უჩივის


ბენ არფა პსჟ-ს უჩივის

"პარი სენ ჟერმენის" შემტევი ნახევარმცველი, ჰატემ ბენ არფა, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობასა და სამწვრთნელო შტაბს უჩივის.

ბენ არფამ ამ ზაფხულს კლუბის დატოვება არ მოისურვა და გაბრაზებულმა "პსჟ-ს" მფლობელებმა ფრანგი მოთამაშე მეორე გუნდში დააქვეითეს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით ბენ არფას პირადმა ადვოკატმა, ჟან-ჟან ბერტრანმა, საფრანგეთის ლიგა 1-ს იურიდიულ კომიტეტს მიმართა და საკუთარი კლიენტის პირველ გუნდში დაბრუნება მოითხოვა.

ამას ისიც დაემატა, რომ მიუნხენის "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის თამაშის წინ ბენ არფას პირველ გუნდთან ერთად ვარჯიში საერთოდ აეკრძალა და მიზეზად გუნდში ატმოსფეროს გაფუჭება დასახელდა.

ჰატემ ბენ არფას მოქმედი კონტრქტი ფრანგულ კლუბთან გაისად იწურება.
ასევე იხილეთ თემაზე:
პსჟ ჰატემ ბენ არფა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები