მარტინესი: "ბელგიას ნაინგოლანი არ სჭირდება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მარტინესი: "ბელგიას ნაინგოლანი არ სჭირდება"


მარტინესი:

ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა, რაჟა ნაინგოლანის ნაკრებს მიღმა დატოვება განმარტა.

"ჩემი გადაწყვეტილება მხოლოდ ფეხბურთს უკავშირდება. ეროვნული გუნდისთვის საუკეთესო არჩევანი უნდა გავაკეთო და ვფიქრობ, ჩვენ რაჟაზე უკეთესი მოთამაშეები გვყავს.

ბელგიის ნაკრები გახდა პირველი ვეროპული გუნდი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა და ეს მოწმობს, რომ ჩემი გადაწყვეტილებები სწორად მუშაობს.

ბელგიას ნაინგოლანი სულაც არ სჭირდება. ის კარგი მოთამაშეა, მაგრამ გუნდი მის გარეშე ჩინებულად გამოიყურება", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

"რომას" ცენტრალური ნახევარმცველი ამ სეზონის დაწყების შემდეგ მარტინესმა უკვე მეორედ დატოვა ეროვნულ გუნდს მიღმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები