სალიჰამიჯიჩი: "უფრო ძლიერები დავბრუნდებით!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სალიჰამიჯიჩი: "უფრო ძლიერები დავბრუნდებით!"


სალიჰამიჯიჩი:

მიუნხენის "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

"ვილი სანიოლი ჩვენი დროებითი მწვრთნელია. კვირას მოთამაშეებისგან რეაქციას ველი და არანაირი თავის გასამართლებელი მიზეზი არ მიიღება! ახლა მნიშვნელოვანი მხოლოდ ბერლინში გასამართი მატჩია. ჩვენ მხოლოდ მოგება გვაწყობს, ამიტომ ამისათვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

ჩვენ მაღალი დონის გუნდი გვყავს. რაც შეეხება ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნას, ყველა შესაძლებლობას განვიხილავთ. ჯერ დრო გვაქვს და საბოლოო გადაწყვეტილებას სრული ანალიზის შემდეგ მივიღებთ.

სეზონის სტარტზე მწვრთნელის გაშვება "ბაიერნისთვის" უჩვეულო სიტუაციაა. ახლა თითქოს ყველანი ვნანობთ, მაგრამ პირველ რიგში მოთმინება და პირველადი ტალღების მოგერიებაა საჭირო. ანჩელოტის და მისი სამწვრთნელო შტაბის გაშვება მარტივი ნამდვილად არ ყოფილა.

ჩვენ ვხედავდით, რომ გუნდი ისე ვერ ვითარდებოდა, როგორც ველოდით. "ბაიერნის" თამაში არადამაკმაყოფილებელი და სუსტი იყო. უფრო მეტის მოლოდინი გვქონდა.

დრო გვაქვს და ვეცდებით, რომ "ბაიერნისთვის" საუკეთესო მწვრთნელი ვიპოვნოთ. ჩვენ გვჭირდება ადამიანი, რომელიც ყველაფერს მოაგვარებს და ამ სიტუაციიდან გამოსავალს მოძებნის. მდგომარეობა რთულია, მაგრამ მჯერა, რომ ყველაფერს გამოვასწორებთ.

"ბაიერნის" გამო არ ინერვიულოთ, ჩვენ უფრო ძლიერები დავბრუნდებით!", - აღნიშნა ბოსნიელმა.

ბუნდესლიგის საწყისი 6 ტურის შემდეგ მიუნხენის "ბაიერნმა" 13 ქულა მოაგროვა და მესამე ადგილზეა. ხვალ "რეკორდმაისტერი" სტუმრად ბერლინის "ჰერტას" დაუპირისპირდება.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი ჰასან სალიჰამიჯიჩი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები