ჟოზე მოურინიო მადრიდის სასამართლოში დაიბარეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჟოზე მოურინიო მადრიდის სასამართლოში დაიბარეს


ჟოზე მოურინიო მადრიდის სასამართლოში დაიბარეს

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მადრიდის სასამართლოში დაიბარეს.

ესპანეთის პროკურატურა პორტუგალიელ სპეციალისტს 3.3 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადების დამალვაში ადანაშაულებს.

საქმის მოსმენა კი 2017 წლის 3 ნოემბერს დაინიშნა. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ჟოზე "მანჩესტერთან" ერთად, შუა სეზონში იქნება, მას მაინც მოუწევს ესპანეთში გამგზავრება.

ცნობილია, რომ პროკურატურა მოურინიოს 2011 და 2012 წლების საქმეს იძიებს, როდესაც ის "რეალში" მუშაობდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები