პაულინიო: "მსგავსი რამ რომ კიდევ მომხდარიყო, დავტოვებდი გუნდს და ბრაზილიაში დავბრუნდებოდი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პაულინიო: "მსგავსი რამ რომ კიდევ მომხდარიყო, დავტოვებდი გუნდს და ბრაზილიაში დავბრუნდებოდი"


პაულინიო:

"ბარსელონას" ახალწვეული პაულინიო რასიზმზე საუბრობს.

სხვადასხვა დროს 29 წლის ბრაზილიელი ლიტვაში, პოლონეთში, ინგლისსა და ჩინეთში მოღვაწეობდა.

ის 2006-2007 წლებში "ვილნიუსის" ღირსებას იცავდა, შემდეგ კი 2007-2008 წლებში პოლონურ "ლოდსში" გამოდიოდა.

"2006 წელს მსურდა, რომ ბრაზილია დამეტოვებინა და ფეხბურთი ევროპაში მეთამაშა, ცხოვრებაში ახალი ეტაპის დაწყება მინდოდა.

ყველაფერი კარგად იყო, სანამ რასიზმს არ გადავაწყდი. ლიტვაში თამაშის დროს მე და ჩემს თანაგუნდელებს ხშირად მოგვმართავდნენ რასისტული გამონათქვამებით.

შემდეგ ლიტვა დავტოვე და პოლონეთში წავედი. მაშინ, ჩემს თავს პირობა მივეცი, თუ აქაც რასიზმის მსხვერპლი გავხდებოდი, გუნდს დავტოვებდი და ბრაზილიაში დავბრუნდებოდი.

პოლონეთში მსგავსი სიტუაცია არ იყო, თუმცა სხვა უსიამოვნებას გადავაწყდი. კლუბმა მოცემული სიტყვა გატეხა, რის გამოც შუა სეზონში წასვლა მინდოდა, თუმცა კონტრაქტის გამო ბოლო დღემდე იქ დარჩენა მომიწია.

იმდენად გულგატეხილი ვიყავი, რომ ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ ფეხბურთს არასდროს აღარ ვითამაშებდი", - განაცხადა პაულინიომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები