არსენალის ყოფილი ფეხბურთელი: "აგუერო ეგოისტი და არაპროფესიონალი ფეხბურთელია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

არსენალის ყოფილი ფეხბურთელი: "აგუერო ეგოისტი და არაპროფესიონალი ფეხბურთელია"


არსენალის ყოფილი ფეხბურთელი:

მიმდინარე კვირას, სერხიო აგუერო ამსტერდამში გაემგზავრა, სადაც ცნობილი კოლუმბიელი მომღერლის მალუმას კონცეტრს უნდა დასწრებოდა.

ჰოლანდიაში, არგენტინელი ფეხბურთელი ავტოავარიაში მოჰყვა და კლუბს მინიმუმ 1 თვით გამოაკლდა.

"არსენალის" ყოფილმა მცველმა (1993-2004) მარტინ კიოუნმა ფეხბურთელი გააკრიტიკა.

"როგორც პროფესიონალ ფეხბურთელს, ვალდებული ხარ, რომ შენი პრიორიტეტი ფეხბურთი იყოს.

ასეთ პერიოდში, კალენდარში ნამდვილად არ უნდა იყოს კონცერტების ადგილი, მითუმეტეს საზღვარგარეთ.

სეზონის ბოლოს, ყველა მოთამაშეს აქვს დასვენების დრო და სწორედ მაშინ უნდა გააკეთონ, ის რაც უნდათ.

როდესაც, წინ ასეთი მნიშვნელოვანი მატჩი აქვს შენს გუნდს და ჰოლანდიაში მიდიხარ, ეს უბრალოდ არაპროფესიონალიზმი და ეგოიზმია", - განაცხადა მან.

დღეს, "ჩელსი" "მანჩესტერ სიტის" მასპინძლობს (20:30).

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები