ანდრეს ვილას ბოაშს ქრთამის ჟესტის გამო 8-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ანდრეს ვილას ბოაშს ქრთამის ჟესტის გამო 8-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა


ანდრეს ვილას ბოაშს ქრთამის ჟესტის გამო 8-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა

"შანხაის" მთავარ მწვრთნელს ანდრე ვილას ბოაშს ჩინეთის ფეხბურთის ასოციაციამ 8-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

"შანხაისა" და "პეკინის" გუნდებს შორის შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 0:1 დასრულდა, სადაც პორტუგალიელი მსაჯებით უკმაყოფილო იყო.

ის მთავარ არბიტრთან მივიდა და მას ქრთამის აღებაში დასდო ბრალი. ბოაში ფიქრობდა, რომ მსაჯს თანხა ჰქონდა აღებული და მეტოქის სასარგებლოდ იღებდა გადაწყვეტილებებს.

ეს ფაქტი, ჩინეთის ფეხბურთის ფედერაციამ გამოიძია და ბოაშს ცილისწამების გამო 8-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

შეგახსენებთ, რომ 39 წლის სპეციალისტი ჩინეთში 2016 წლიდან მოღვაწეობს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები