იარმოლენკოს სადებიუტო გოლი და ასისტი - ბორუსიამ მორიგი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იარმოლენკოს სადებიუტო გოლი და ასისტი - ბორუსიამ მორიგი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]


იარმოლენკოს სადებიუტო გოლი და ასისტი - ბორუსიამ მორიგი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

დორტმუნდის "ბორუსიას" ისტორიაში საუკეთესო სტარტი გრძელდება - პიტერ ბოშის გუნდმა ბუნდესლიგის მე-7 ტურში სტუმრად "აუგსბურგი" 2:1 დაამარცხა და სანაკრებო პაუზაზე პირველი ადგილით გავიდა.

დორტმუნდელებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და უკვე მატჩის მე-4 წუთზე "ბორუსიას" უკრაინელმა ნახევარმცველმა, ანდრეი იარმოლენკომ, ქუსლით ულამაზესი გოლი გაიტანა და ბუნდესლიგაში თავისი ანგარიში გახსნა.

თუმცა "აუგსბურგმა" მალევე უპასუხა და ფილიპ მაქსის ჩაწოდების შემდეგ კაიუბიმ ანგარიში გაათანაბრა. დაახლოებით 10 წუთში კი იარმოლენკოს პასით შინჯი კაგავამ ე.წ. "პარაშუტი დარტყმით" ძალიან ეფექტური ბურთი გაიტანა და საკუთარ გუნდს მორიგი სამი ქულა მოუტანა.

დორტმუნდის "ბორუსიამ" 7 ტურის შემდეგ 19 ქულა დააგროვა და უახლოეს კონკურენტ "ჰოფენჰაიმს" ახლა 5 ქულით, ხოლო "ბაიერნს" 6 ქულით უსწრებს.

მიმოხილვა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები