ვენტურამ შემადგენლობა დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვენტურამ შემადგენლობა დაასახელა


ვენტურამ შემადგენლობა დაასახელა

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯანპიერო ვენტურამ, ოქტომბრის თამაშებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

"სკუადრა აძურას" რიგებში პირველი გამოძახება "ატალანტას" განაპირა მცველმა, ლეონარდო სპინაცოლამ, და "ბოლონიას" შემტევმა, სიმონე ვერდიმ, მიიღეს.

მეკარეები: ბუფონი ("იუვენტუსი"), დონარუმა ("მილანი"), პერინი ("ჯენოა").

მცველები: ზაპაკოსტა ("ჩელსი"), დარმიანი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), სპინაცოლა ("ატალანტა"), ბარძალი ("იუვენტუსი"), ბონუჩი ("მილანი"), რუგანი ("იუვენტუსი"), ასტორი ("ფიორენტინა"), კიელინი ("იუვენტუსი"), დ'ამბროზიო ("ინტერი").

ნახევარმცველები: დე როსი ("რომა"), პაროლო ("ლაციო"), პელეგრინი ("რომა"), ვერატი ("პსჟ"), ბერნარდესკი ("იუვენტუსი"), კანდრევა ("ინტერი"), ელ შაარავი ("რომა"), ინსინიე ("ნაპოლი"), ვერდი ("ბოლონია").

თავდამსხმელები: ბელოტი ("ტორინო"), ედერი ("ინტერი"), გაბიადინი ("საუთჰემპტონი"), იმობილე ("ლაციო").

იტალიის ნაკრები 6 ოქტომბერს ტურინში მაკედონიას მიიღებს, ხოლო სამ დღეში ალბანეთს გასვლაზე დაუპირისპირდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები