ზამერი: "ბაიერნს ერთობა აკლია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ზამერი: "ბაიერნს ერთობა აკლია"


ზამერი:

მიუნხენური კლუბის ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, მატიას ზამერმა, "ბაიერნის" მთავარი პროლემა დაასახელა და კლუბის ხელმძღვანელობას მოქმედებისკენ მოუწოდა.

მიმდინარე სეზონის ცუდი სტარტის გამო "რეკორდმაისტერმა" ორი დღის წინ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კარლო ანჩელოტი გაათავისუფლა და ამას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

"როგორც წესი, საბოლოოდ ყველაზე დაბალი ღობე მთავარი მწრთნელი აღმოჩნდება ხოლმე. თუმცა, მეორე მხრივ, როდესაც გუნდში ერთობა აღარ შეინიშნება, აუცილებელია გარკვეული დასკვნების გამოტანა.

მიუნხენის "ბაიერნი" იდეალური სტრუქტურით მუშაობს. ული ჰიონესი და კარლ-ჰაინც რუმენიგე დიდებულად ასრულებენ საკუთარ მოვალეობას, მაგრამ ახლა რეაგირების დროა. გუნდში კვლავ ერთობის შეგრძნება უნდა იყოს, ეს მოთამაშეებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა", - განაცხადა ზამერმა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი მატიას ზამერი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები