სიტიმ ჩელსი სტუმრად დაამარცხა და კვლავ გალიდერდა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სიტიმ ჩელსი სტუმრად დაამარცხა და კვლავ გალიდერდა [VIDEO]


სიტიმ ჩელსი სტუმრად დაამარცხა და კვლავ გალიდერდა [VIDEO]

ინგლისის პრემიერ ლიგაში გაიმართა ტურის ცენტრალური შეხვედრა ლონდონის "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" შორის.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მთელი მატჩის განმავლობში უპირატესობას სტუმარი გუნდი ფლობდა და ბევრი საგოლე მომენტიც ჰქონდა.

საბოლოოდ, ეს საგოლე მომენტები გოლში გადაიზარდა. 67-ე წუთზე დე ბრუინმა ამ შეხვედრაში პირველი და უკანასკნელი გოლი გაიტანა.

ამ გამარჯვებით "მანჩესტერ სიტიმ" 19 ქულა დააგროვა და კვლავ ცხრილის სათავეში ჩადგა. ისინი თანაქალაქელ "იუნაიტედს" ბურთების სხვაობით ასწრებენ.

რაც შეეხება კონტეს "ჩელსის", ლონდონელებს 13 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე არიან

ჩელსი - სიტი 0:1

გოლები: დე ბრუინი (67)

გაფრთხილება: ფერნანდინიო, ოტამენდი.

შემადგენლობები

ჩელსი: კურტუა, კრისტენსენი, კეჰილი, რუდიგერი, ალონსო, ბაკაიოკო (ბატშუაი), ფაბრეგასი, კანტე, ასპილიკუეტა, აზარი (პედრო), მორატა (ვილიანი).

სიტი: ედერსონი, უოლკერი, სტოუნსი, ოტამენდი, დელფი, ფერნანდინიო, სტერლინგი, დე ბრუინი (დანილო), სილვა (ბერნარდო სილვა), სანე (გუნდოგანი), ჟესუსი

მიმოხილვა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები