Goal.Ge

გადამწყვეტი პერიოდი იწყება - მილანი რომას პირისპირ


გადამწყვეტი პერიოდი იწყება - მილანი რომას პირისპირ

იტალიის ეროვნული ჩემპიონატის მე-7 ტურის ცენტრალური შეხვედრა "სან-სიროზე" გაიმართება. ვინჩენცო მონტელას ამბიციური "მილანი" საკუთარ მოედანზე ეუსებიო დი ფრანჩესკოს "რომას" მიიღებს.

დასაწყისი: 20:00 საათი
მთავარი მსაჯი: ლუკა ბანტი
პირდაპირი ტრანსლიაცია: Setanta Georgia+


"მილანი", რომელმაც ამ ზაფხულს 11 ახალი ფეხბურთელი დაიმატა და სეზონი საკმაოდ დიდი მოლოდინითა და ამბიციებით დაიწყო, ჯერჯერობით არც ისე კარგად გამოიყურება და აშკარაა, რომ ახალი გუნდის შექმნას გარკვეული დრო სჭირდება. "როსონერიმ" სერია ა-ს საწყის 6 ტურში 12 ქულა დააგროვა და უკვე ორი თამაში წააგო. გასულ უქმეებზე მილანური გრანდი სტუმრად "სამპდორიასთან" დამარცხდა (0:2), ხუთშაბათს კი ევროპა ლიგაზე "რიეკასთან" დრამატული ორთაბრძოლა გადაიტანა. მილანელებმა ხორვატიული კლუბი პატრიკ კუტრონეს ბოლო წუთზე გატანილი გოლით 3:2 დაამარცხეს და გადამწყვეტი პერიოდის წინ კარგი განწყობა შეიქმნეს.

"მილანის" თამაში სეზონის სტარტზე არადამაჯერებელია, დაცვაში გუნდს სერიოზული პრობლემები აქვს და ამის შედეგად ვინჩენცო მონტელა სერიოზული ზეწოლის ქვეშ მოექცა. დღეს "როსონერი" უშუალო კონკურენტ "რომას" მიიღებს, ხოლო სანაკრებო პაუზის შემდეგ ეგრევე მილანის "ინტერს" დაუპირისპირდება. ამ თამაშებზე კი ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, ამიტომაც 48 წლის იტალიელი სპეციალისტისთვის ახლა უმნიშვნელოვანესი პერიოდი დადგა და "მილანის" რეალური ამბიციები, შესაძლებლობები სწორედ ამ ორ რთულ შეხვედრაში გამოჩნდება.

"როსონერის" თავდასხმაში ყველაფერი რიგზეა, ვინაიდან გოლები ყველას გააქვს: კუტრონეს, ანდრე სილვას და ნიკოლა კალინიჩსაც, რომელმაც ბოლო პერიოდში კარგი ფორმა აკრიფა. თუმცა დაცვის ცენტრში პრობლემებია და ბოლო თამაშებში მონტელა 5 მცველიან ტაქტიკაზე გადაეწყო.

რაც შეეხება "რომას", რომელმაც ზაფხულში მოჰამედ სალაჰი დაკარგა, მიმდინარე სეზონი "მგლებმაც" არასტაბილურად დაიწყეს, მაგრამ ძალიან მონდომებულად თამაშობენ. გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - ახალგაზრდა, ქარიზმატული და საკმაოდ ჭკვიანი იტალიელი სპეციალისტი, ეუსებიო დი ფრანჩესკო, რომელიც რომაულ კლუბს სანახაობრივ და ლაღ ფეხბურთს ათამაშებს. "რომამ" სერია ა-ში 5 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 4 მოიგო და ერთი შინ მილანის "ინტერთან" წააგო. რომაელებმა ზედიზედ სამი თამაში დამაჯერებლად მოიგეს, საერთო ჯამში 10 ბურთი გაიტანეს და მხოლოდ 1 გაუშვეს, მაგრამ მეტოქეები "ვერონა", "ბენევენტო" და "უდინეზე" იყვნენ - ჩემპიონატის გამოკვეთილი აუტსაიდერები.

ჩემპიონთა ლიგაზე კი "რომას" აზერბაიჯანში ძალიან გაუჭირდა და სტუმრად "ყარაბახი" 2:1 საკმაოდ დიდი გაჭირვებით დაამარცხა. სეზონის სტარტზე ბოსნიელი ცენტრფორვარდი, ედინ ჯეკო, ბრწყინავს, რომელმაც უკვე 6 გოლის გატანა მოასწრო. "რომას" ძალიან კარგად მოერგო სერბი მარცხენა მცველი, ალექსანდრ კოლაროვი, რომელიც უმალვე გუნდის ძირითადი მოთამაშე გახდა. დი ფრანჩესკოს გარკვეული საკადრო პრობლემები აქვს, მაგრამ მისი გუნდი საკმაოდ მხიარულ და სიმპათიურ ფეხბურთს თამაშობს.

დღევანდელი მატჩი "მგლებისთვისაც" ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ვინაიდან მათ ერთი რთული მატჩი "ინტერთან" უკვე წააგეს და ახლა მილანში მხოლოდ მოსაგებად ჩავლენ.

სავარაუდო შემადგენლობები

მილანი: დონარუმა; აბატე, მუსაჩო, ბონუჩი, რომანიოლი, რ.როდრიგესი; ბიგლია, კესიე; ბონავენტურა, კალინიჩი, სუსო.
საეჭვოა: ჩალჰანოღლუ.
ტრავმირებულნი არიან: ანტონელი, კონტი, მონტოლივო.

რომა: ალისონი; ბრუნო პერესი, მანოლასი, ფასიო, კოლაროვი; სტროტმანი, დე როსი, ნაინგოლანი; ფლორენცი, ჯეკო, ელ შაარავი.
ტრავმირებულნი არიან: ემერსონი, კარსდროპი, დეფრელი, პეროტი, შიკი.

საინტერესო ფაქტები

ამ გუნდების ბოლო სამი დაპირისპირებიდან სამივე რომაულმა კლუბმა მოიგო, საერთო ანგარიშით - 8:2.

"რომასა" და "მილანის" ბოლო 10 ურთიერთშეხვედრიდან "როსონერიმ" მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა (4 ფრე, 5 წაგება). ეს 2015 წლის 9 მაისს მოხდა, როდესაც მილანელებმა შინ 2:1 იმარჯვეს.

"რომას" ეგვიპტელი შემტევი, სტეფან ელ შაარავი, თავის ყოფილ კლუბს დაუპირისპირდება. "მილანი" ელ შაარავის პირველი ევროპული კლუბი იყო, რომლის ღირსებას 2011-15 წლებში იცავდა და 82 თამაშში 21 გოლის გატანა მოახერხა.
გადამწყვეტი პერიოდი იწყება - მილანი რომას პირისპირ

ელი რომაულ კლუბს 2015 წელს შეუერთდა და "მილანის" წინააღმდეგ "სან-სიროზე" ჩატარებულ ორივე თამაშში მოახერხა გოლის გატანა.

ელ შაარავის გარდა თავის ყოფილ კლუბს "მილანის" მთავარი მწვრთნელი, ვინჩენცო მონტელა, დაუპირისპირდება. მონტელა საფეხბურთო კარიერის დროს "რომას" ღირსებას 10 წელი (1999-2009) იცავდა და 192 თამაშში 84 ბურთის გატანა მოახერხა. იგი რომაული კლუბის ლეგენდაა და "მგლების" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეექვსე პოზიციას იკავებს.
გადამწყვეტი პერიოდი იწყება - მილანი რომას პირისპირ

მონტელა მთავარი მწვრთნელის რანგში "რომას" 15-ჯერ დაუპირისპირდა და საკმაოდ ცუდი სტატისტიკა აქვს: 2 მოგება, 4 ფრე და 9 მარცხი.

ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდმა "ინტერისა" (2) და "იუვენტუსის" (3) შემდეგ სერია ა-ს საწყის 6 ტურში ყველაზე ცოტა (4) ბურთი გაუშვა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ბონუჩი: "კვლავ ფინალში გასვლა გვინდა!"

ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალურმა მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ, "მანჩესტერ იუნაიტედთან" გამარჯვება შეაფასა.

დღეს, 02:27

სიტიმ ინგლისურ კლუბებს სირცხვილი ჩამორეცხა

"მანჩესტერ სიტიმ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში დონეცკის "შახტარი" სტუმრად 3:0 გაანადგურა.

დღეს, 02:16

ბენზემას ისტორიული შედეგი - ის, რაც მხოლოდ მესის და რაულს აქვთ გაკეთებული

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის "რეალი" "პლზენს" დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.

დღეს, 02:16

პსჟ-ნაპოლი - იტალიელები მათი მთავარი ინვესტორების წინააღმდეგ

ოთხშაბათის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი გაიმართება საფრანგეთის დედაქალაქში, სადაც "პარი სენ-ჟერმენი" მიიღებს "ნაპოლის".

დღეს, 02:16

ალეგრის კომენტარი მანჩესტერთან მოგებული მატჩის შემდეგ

"მანჩესტერთან" მოგებული 0:1 მატჩის შემდეგ, კომენტარი ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გააკეთა.

დღეს, 02:11

ლოპეტეგი პლზენთან გამარჯვების შემდეგ: "ამან სიმშვიდე უნდა დაგვიბრუნოს"

მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი, ხულენ ლოპეტეგი, ჩემპიონთა ლიგაზე პლზენის "ვიქტორიასთან" გამარჯვებას (2:1) გამოეხმაურა.

დღეს, 02:09

მოურინიო: "იუვენტუსი ტოპ კლასის გუნდია"

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ცენტრალურ მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედი" საკუთარ მოედანზე "იუვენტუსთან" დამარცხდა.

დღეს, 02:06

გვარდიოლა: "ახლა უკვე ყველაფერი ჩვენს ხელშია!"

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა, "შახტართან" გასვლაზე მოპოვებული გამანადგურებელი გამარჯვებით (3:0) ძალიან კმაყოფილია.

დღეს, 02:04

ლოპეტეგიმ მარსელოს მდგომარეობა შეაფასა

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ხულენ ლოპეტეგიმ, პლზენის "ვიქტორიასთან" შეხვედრის შემდეგ მარსელოს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

დღეს, 02:00

ჯეკოს დუბლით რომამ ცსკა გაანადგურა [VIDEO]

"რომამ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში შინ მოსკოვის "ცსკა" მიიღო და საჭირო სამი ქულა აიღო - 3:0.

დღეს, 01:27

გიჟური დრამა გერმანიაში: ჰოფენჰაიმმა და ლიონმა ქულები გაიყვეს [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის დღევანდელი სათამაშო დღის ყველაზე უხვგოლიანი და დრამატული შეხვედრა ზინჰაიმში გაიმართა.

დღეს, 01:22

იუვენტუსმა მანჩესტერი დიბალას გოლით დაამარცხა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის ცენტრალური შეხვედრა არც ისე სანახაობრივი გამოდგა და ტურინის "იუვენტუსის" მინიმალური გამარჯვებით დასრულდა.

დღეს, 01:07

სიტიმ შახტარი გაანადგურა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში "მანჩესტერ სიტი" სტუმრად დონეცკის "შახტარს" შეხვდა და მეტოქე 3:0 დაამარცხა.

დღეს, 01:00

წარუმატებელი სერია შეწყდა: რეალმა პლზენი დაამარცხა [VIDEO]

მადრიდის "რეალმა" 5 მატჩიანი მოუგებელი და 3 მატჩიანი წაგებების სერია ჩემპიონთა ლიგაზე შეწყვიტა.

დღეს, 00:52

ზედიზედ მეორე გამარჯვება: ბაიერნმა აეკი დაამარცხა [VIDEO]

"ვოლფსბურგთან" გამარჯვების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურშიც იმარჯვა.

გუშინ, 22:52

მანჩესტერ იუნაიტედი - იუვენტუსი: სასტარტო შემადგენლობები

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მთავარი შეხვედრა "მანჩესტერ იუნაიტედსა" და ტურინის "იუვენტუსს" შორის "ოლდ ტრაფორდზე" ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება.

გუშინ, 21:56

არგენტინას ახალი კაპიტანი ჰყავს

არგენტინის ნაკრებს ამიერიდან აგუსტინ კრევი აღარ უკაპიტნებს.

გუშინ, 20:57

ბაიერნის ლეგენდა: "კლუბი სამარცხვინოდ მოიქცა!"

მიუნხენური გრანდის ლეგენდარულმა განაპირა მცველმა, პოლ ბრაიტნერმა, პრესის საწინააღმდეგოდ გამართული პრესკონფერენციის გამო "ბაიერნის" ხელმძღვანელობა გააკრიტიკა.

გუშინ, 20:20

რას აპირებს ბარსელონა მესის გარეშე? ვალვერდემ კომენტარი გააკეთა

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, მილანის "ინტერთან" თამაშის წინ ლიონელ მესის არყოფნაზე ისაუბრა.

გუშინ, 20:14

ბუფონმა 2006 წლის ფინალი გაიხსენა: "ზიდანი მოედნიდან რომ არ გაეგდოთ..."

ლეგენდარულმა იტალიელმა გოლკიპერმა, ჯანლუიჯი ბუფონმა, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალური ფინალი გაიხსენა.

გუშინ, 19:55

ბოლტის პროგნოზი მანჩესტერი - იუვენტუსის მატჩზე

ლეგენდარულმა იამაიკელმა სპორტსმენმა, უსეინ ბოლტმა, რომელიც ახლა პროფესიონალურ ფეხბურთში იკიდებს ფეხს, დღის ცენტრალურ შეხვედრაზე ისაუბრა.

გუშინ, 19:45

"ეს ემოციური იქნება" - პოგბა ყოფილ კლუბთან დაპირისპირებაზე

"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ, ტურინის "იუვენტუსთან" მოახლოვებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

გუშინ, 19:36

ბარსელონას ყოფილი მოთამაშე: "მბაპე რონალდუსა და მესის დაეწევა!"

კატალონიის "ბარსელონასა" და "პსჟ-ს" ყოფილმა თავდამსხმელმა, ლუდოვიკ ჟიულიმ, პარიზული კლუბის ახალგაზრდა ვარსკვლავი, კილიან მბაპე, შეაქო.

გუშინ, 19:30

ჟორდი ალბა: "იმედია, ლოპეტეგი თანამდებობას შეინარჩუნებს, ის ძალიან მიყვარს"

"ბარსელონას" განაპირა მცველმა, ჟორდი ალბამ, მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელზე, ხულენ ლოპეტეგიზე ისაუბრა.

გუშინ, 19:13

ლოპეტეგის მომავალი საბოლოოდ გაირკვა

ფლორენტინო პერესმა, "რეალის" სხვა ხელმძღვანელებთან ერთად, ხულენ ლოპეტეგის მომავალთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

გუშინ, 19:08

ჩემპიონთა ლიგიდან "გამქრალი" ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტური ახლოვდება, სხვადასხვა გუნდის ზოგ ფეხბურთელს კი, ჯერ ამ ტურნირზე ერთი წუთიც კი არ უთამაშია.

გუშინ, 18:59

როდის გაიტანეს გოლი უკანასკნელად რეალის ფორვარდებმა?

"ლევანტესთან" წაგებულ შეხვედრაში მადრიდის "რეალმა" კლუბისთვის სარეკორდო მშრალი სერია შეწყვიტა, მაგრამ, ამის გაკეთება მარსელომ მოახერხა.

გუშინ, 18:46

რა ფასიანი საათით გამოჩნდა რონალდუ პრესკონფერენციაზე?

"იუვენტუსის" ფორვარდი, კრიშტიანუ რონალდუ, "მანჩესტერთან" მატჩის წინა პრესკონფერენციაზე, უძვირესი საათით გამოჩნდა.

გუშინ, 18:27

რეალი და მოურინიო იუნაიტედიდან წასვლის გზებს განიხილავენ?

მადრიდის "რეალი" გუნდის მთავარ მწვრთნელად ჟოზე მოურინიოს დანიშვნის შესაძლებლობას აქტიურად განიხილავს.

გუშინ, 18:08

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები