კონტე: "სავარაუდოდ, მორატა ნაკრებში ვერ ითამაშებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კონტე: "სავარაუდოდ, მორატა ნაკრებში ვერ ითამაშებს"


კონტე:

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ესპანელი თავდამსხმელის, ალვარო მორატას მდგომარეობაზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრაში მორატა ტრავმის გამო მოედნიდან ნაადრევად გავიდა.

"სიტისთან თამაშის წინ მორატა მეუბნებოდა, რომ მისი დაზიანება შესაძლოა გართულებულიყო და ძალიან ვრისკავდით.

თუმცა ის ამ შეხვედრაში ძალიან გვჭირდებოდა. სამწუხაროდ, მორატას ტრავმა გაუმიზეზდა.

სავარაუდოდ, ის ესპანეთის ნაკრებს ვერ დაეხმარება, რეაბილიტაციას გაივლის და მომდევნო მატჩში ჩვენთან ერთად იქნება", - აცხადებს კონტე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები