ნეიმარი - პირველი ფეხბურთელი 5 წლის შემდეგ, რომელმაც ჯარიმა და პენალტი გაიტანა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნეიმარი - პირველი ფეხბურთელი 5 წლის შემდეგ, რომელმაც ჯარიმა და პენალტი გაიტანა


ნეიმარი - პირველი ფეხბურთელი 5 წლის შემდეგ, რომელმაც ჯარიმა და პენალტი გაიტანა

სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგა საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩი "პსჟ"-სა და "ბორდოს" შორის, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით 6:2 დასრულდა.

ამ შეხვედრ​აში დუბლი გაიფორმა პარიზელთა შემტევმა ნეიმარმა, რომლის სანაცვლოდ 222 მილიონი იქნა გადახდილი.

ნეიმარმა პენალტი და ჯარიმა გაიტანა და 2012 წლის შემდეგ, პირველად მოხდა, რომ "პსჟ"-ს ფეხბურთელმა ერთ შეხვედრაში ჯარიმიდანაც გაიტანა და თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდანაც.

მსგავსი შედეგი 5 წლის წინ ნენემ დააფიქსირა. ნეიმარის გარდა გოლები მუნიემ, დრაქსლერმა, მბაპემ და კავანიმაც გაიტანეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები