სიმეონემ თავისი ფეხბურთელები გააკრიტიკა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სიმეონემ თავისი ფეხბურთელები გააკრიტიკა


სიმეონემ თავისი ფეხბურთელები გააკრიტიკა

ლა ლიგის გასული ტურის მატჩი "ლეგანესსა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შორის, უგოლოდ დასრულდა.

მატჩის შემდეგ კომენტარი მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ გააკეთა.

"ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა. პირველივე წუთებიდან ბევრი მომენტი შევქმენით და როცა დრო იყო, უნდა გაგვეტანა, თუმცა ეს ჩემმა ფეხბურთელებმა ვერ შეძლეს.

ამის შემდეგ კი ისინი დაიღ​ალნენ, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე რთული მატჩი გადაიტანეს.

მეორე ტაიმში ლეგანესი გვიტევდა და საბედნიეროდ, მარცხისგან ობლაკმა გვიხსნა. ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა, მაგრამ 3 ქულა მაინც უნდა მოგვეპოვებინა", - აცხადებს სიმეონე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები