კახა კალაძე მილანს ანჩელოტის დაბრუნებას ურჩევს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კახა კალაძე მილანს ანჩელოტის დაბრუნებას ურჩევს


კახა კალაძე მილანს ანჩელოტის დაბრუნებას ურჩევს

იტალიური პრესა ვეტერანი ქართველი ფეხბურთელის, კახა კალაძის მცირე ინტერვიუს აქვეყნებს.

"ანჩელოტის შეუძლია, რომ მილანი კვლავ მაღ​ალ დონეზე დააყენოს და გუნდს წარმატებულ თამაშში დაეხმაროს. ვფიქრობ, ახლა ეს მწვრთნელი მილანს სჭირდება", - აცხადებს კალაძე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, იტალიელი სპეციალისტი მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

არც თუ ისე დამაჯერებელი შედეგების გამო, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგომა "მილანის" თავკაცს, ვიჩენცო მონტელასაც ემუქრება.

კალაძე და ანჩელოტი "მილანში" ერთად 8 წლის განმავლობაში იყვნენ და ამ დროის მანძილე მათ ჩემპიონთა ლიგაც მოიგეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები