ვაკო ყაზაიშვილმა ამერიკაში მორიგი გოლი გაიტანა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვაკო ყაზაიშვილმა ამერიკაში მორიგი გოლი გაიტანა [VIDEO]


ვაკო ყაზაიშვილმა ამერიკაში მორიგი გოლი გაიტანა [VIDEO]

ამერიკის საფეხბურთო ლიგაში ქართული გოლი გავიდა. ცხადია, მისი ავტორი საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და სან ხოსე ერსქვიქსის შემტევი ვაკო ყაზაიშვილია.

აღსანიშნავია, რომ სან ხოსემ MLS-ის ერთ-ერთი ლიდერი პორტლენდ ტიმბერსი დაამარცხა 2:1 და პირველი გოლი ჩვენებურმა შეაგდო, რომელმაც მე-16 წუთზე გახსნა ანგარიში.

ქართველმა ფეხბურთელმა ამერიკაში უკვე მე-4 გოლი გაიტანა, ამასთან 2 საგოლე პასიც აქვს გაკეთებული. სან ხოსე დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზე იმყოფება.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები