მბაპე: "კავანისთან და ნეიმართან თამაში ძალიან მარტივია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მბაპე: "კავანისთან და ნეიმართან თამაში ძალიან მარტივია"


მბაპე:

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, საკუთარი თანაგუნდელები, ედინსონ კავანი და ნეიმარი, შეაქო.

"ნეიმართან და კავანისთან თამაში ძალიან მარტივია. ისინი ფანტასტიკური ფეხბურთელები არიან. მე უბრალოდ სწორი გადაადგილება და მათთვის ბურთის დროულად მიწოდება მჭირდება, შემდეგ კი თავიანთ საქმეს იდეალურად აკეთებენ", - აღნიშნა 18 წლის ფრანგმა.

მბაპე-კავანი-ნეიმარის ტრიო ამ ზაფხულს შეიკრა და ფანტასტიკურად ათამაშდა. გუშინ პარიზულმა კლუბმა საფრანგეთის ჩემპიონატში "ბორდო" 6:2 გაანადგურა და თავი სამივე მათგანმა გამოიჩინა.

"პსჟ-მ" ლიგა 1-ს ახალ სეზონში სულ 27 ბურთი გაიტანა და 23 გოლში ამ ტრიომ უშუალო მონაწილეობა მიიღო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები