საფრანგეთის ჩემპიონატში გოლის ფიქსაციის ტექნოლოგია შეცდა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

საფრანგეთის ჩემპიონატში გოლის ფიქსაციის ტექნოლოგია შეცდა [VIDEO]


საფრანგეთის ჩემპიონატში გოლის ფიქსაციის ტექნოლოგია შეცდა [VIDEO]

საფრანგეთის ეროვნული ჩემპიონატის მე-8 ტურში, "რენისა" და "კაენის" დაპირისპირებაში კურიოზული ფაქტი დაფიქსირდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში "რენის" ნახევარმცველმა, ვაჰბი კაზრიმ, კუთხურიდან ბურთი კარის მიმართულებით გაუშვა და "კაენის" გოლკიპერმა, რემი ვერკურტმა, ბურთი კარის ხაზამდე მოიგერია, მაგრამ გოლის ფიქსაციის ტექნოლოგიამ შეცდომით გოლი დააფიქსირა.

მატჩის მთავარმა მსაჯმა, ამაური დელერმა, თამაში შეაჩერა და ცენტრისკენ მიუთითა, მაგრამ სტუმართა ფეხბურთელების აღშფოთების შედეგად ეპიზოდი თავად გადაამოწმა.

საბოლოოდ, დელერმა დაინახა, რომ გოლის ფიქსაციის სისტემა შეცდა და უსამართლოდ ჩათვლილი ბურთი გააუქმა. შეხვედრა კი "კაენის" გამარჯვებთი (1:0) დასრულდა.

გთავაზობთ ამ კურიოზული ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.
ასევე იხილეთ თემაზე:
რენი კაენი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები