ბოში: "სეზონის ყველაზე ცუდი მატჩი ჩავატარეთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბოში: "სეზონის ყველაზე ცუდი მატჩი ჩავატარეთ"


ბოში:

დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი, პიტერ ბოში, "აუგსბურგთან" გასვლითი თამაშით უკმაყოფილო დარჩა.

"ჩვენ საბოლოო შედეგით ძალიან კმაყოფილები ვართ, მაგრამ ეს "ბორუსიას" ყველაზე ცუდი თამაში იყო მას შემდეგ, რაც გუნდი ჩავიბარე.

ჩვენ კარგი ფეხბურთი ვერ ვაჩვენეთ, მეორე ტაიმში კი საერთოდ არაფერი გაგვიკეთებია. ასეთი მატჩები ყველა გუნდს აქვს და როგორც წესი, საბოლოოდ მარცხდებიან ხოლმე", - განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.

"ყვითლებმა" ბუნდესლიგის 7 ტურის შედეგად 19 ქულა დააგროვეს და ეროვნულ ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობენ.
ასევე იხილეთ თემაზე:
დორტმუნდის ბორუსია პიტერ ბოში

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები