ჯილარდინომ კარიერა შესაძლოა ინგლისში გააგრძელოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჯილარდინომ კარიერა შესაძლოა ინგლისში გააგრძელოს


ჯილარდინომ კარიერა შესაძლოა ინგლისში გააგრძელოს

35 წლის გამოცდილი იტალიელი თავდამსხმელი, ალბერტო ჯილარდინო, "კრისტალ პალასის" სამიზნე გახდა.

" Gazzamercato" იტყობინება, რომ ლონდონური კლუბის ახალმა თავკაცმა, როი ჰოჯსონმა, თავდასხმაში არსებული პრობლემების გამო ჯილარდინოს დამატება მოითხოვა

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი ახლა თავისუფალი აგენტია. გასული სეზონის მეორე ნახევარი მან "პესკარაში" ჩაატარა და კლუბი ამ ზაფხულს დატოვა.

ჯილარდინო თავის დროზე რამდენიმე იტალიური კლუბის ღირსებას იცავდა, მათ შორის "მილანისა" და "ფიორენტინას", მაგრამ საზღვარგარეთ მხოლოდ ჩინეთში (2014/15 წლების სეზონის ნახევარი) აქვს ნათამაშები.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები