მილიტო: "სპალეტი საუკეთესო არჩევანი იყო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მილიტო: "სპალეტი საუკეთესო არჩევანი იყო"


მილიტო:

მილანის "ინტერის" ყოფილი ცენტრალური თავდამსხმელი, დიეგო მილიტო, მიიჩნევს, რომ ლუჩიანო სპალეტი "ნერაძურისთვის" იდეალური დამრიგებელია.

"სპალეტი დიდებული, იმ დროისთვის საუკეთესო არჩევანი იყო. მან ყველა კლუბში, რომელშიც იმუშავა, კარგ შედეგს მიაღწია, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს.

სანამ ლუჩიანოს გავიცნობდი, იქამდეც ვიცოდი, რომ ის თავის საქმეში ერთ-ერთი საუკეთესოა, ვინაიდან მისი გუნდის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის ძალიან რთული იყო.

მან გასული სეზონის შემდეგ გუნდი დიდებულად განაწყო და საკმაოდ ძლიერი ფსიქოლოგია. ვფიქრობ, "ინტერს" მის ხელში კარგი მომავალი აქვს", - აღნიშნა 38 წლის არგენტინელმა.

58 წლის იტალიელმა სპეციალისტმა "ინტერი" ამ ზაფხულს ჩაიბარა და სერია ა-ს საწყისი 6 ტურის შემდეგ მილანელები 16 ქულით მესამე პოზიციაზე არიან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები