» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

მანჩესტერ სიტი - ინგლისის მომავალი ჩემპიონი?


მანჩესტერ სიტი - ინგლისის მომავალი ჩემპიონი?

"ქალაქელთა" ბოსს, პეპ გუარდიოლას რომ ჰკითხოთ, საკუთარი გუნდის წარმატება მხოლოდ და მხოლოდ ამ კლუბში მოთამაშე მაღალი დონის ფეხბურთელებითაა განპირობებული. უკანასკნელად, მან ამის შესახებ გარი ლინეკერთან ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მანჩესტერ "სიტის" ის სათამაშო ფორმა, რომელსაც გუნდი ბოლო პერიოდში აჩვენებს, მხოლოდ და მხოლოდ კარგ მოთამაშეებს უკავშირდება.

ესპანელ სპეციალისტს გეგმა ყოველთვის აქვს. ეს ჯერ კიდევ კატალონიის "ბარსელონასა" და მიუნხენის "ბაიერნში" მუშაობის დროს გამოჩნდა. მან უამრავი ტიტული მოიგო, ახლა კი იგივეს გაკეთებას ინგლისურ გრანდში გეგმავს. ფაქტია, რომ "სიტი" სწორ გზაზეა და ასე გაგრძელების შემთხვევაში, მანჩესტერელებს ძალიან დიდი წარმატების მიღწევა შეუძლიათ.

"სიტის" ბოსმა წინა სეზონში გარკვეული შეცდომები დაუშვა, რამაც განაპირობა ის, რაც მოხდა. იმედიანი სტარტის შემდეგ, ინგლისელებმა სეზონის ბოლოს საგრძნობლად მოუკლეს და მოლოდინი ვერ გაამართლეს. ამ დროს, "სიტის" სათამაშო სისტემა იმ ფეხბურთელებს ეფუძნებოდა, რომლებიც ამ მოვალეობის შესასრულებლად ბოლომდე მზად არ იყვნენ.
იყო განაპირა მცველების პრობლემა. ერთი შეხედვით, კლაუდიო ბრავოს სახით გუნდში ძალიან მაღალი დონის მეკარე მოვიდა, თუმცა აშკარაა, რომ ჩილელმა გაცემულ ავანსებს თავი ვერ გაართვა. პრობლემური იყო განაპირა მცველების არც თუ დამაჯერებელი ასპარეზობა. ამ და რამდენიმე პრობლემების გათვალისწინებით, არ არის გასაკვირი, რომ "სიტიმ" კარგად დაწყებული სეზონი, ბოლომდე ვერ მიიყვანა.

მიმდინარე წლის ზაფხულში ყველაფერი შეიცვალა. მანჩესტერელთა ხელმძღვანელობამ გუნდში ცვლილებები განახორციელა და რამდენიმე ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელი შეიძინა.
თუ ამ ფორმაციის "სიტის" ნათელ წერტილებზე ვისაუბრებთ, პირველ რიგში კაილ უოკერისა და ბენჟამინ მენდის საოცარრ თამაში უნდა აღვნიშნოთ. ფეხბურთელები, რომლებიც "ლურჯებს" 2017/18 წლების სეზონში შეუერთდნენ, დაკისრებულ მოვალეობებს იდეალურად ასრულებენ და თავიანთი კლუბის წარმატებაში ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ. მათი ბრწყინვალე თამაში გუნდს როგორც შეტევაში, ისე დაცვაში უკეთესად თამაშის საშუალებას აძლევს.

მანჩესტერ სიტი - ინგლისის მომავალი ჩემპიონი?


უნდა ვისაუბროთ ედერსონზეც, რომელსაც "სიტიმ" დიდი ნდობა გამოუცხადა. ახალგაზრდა კიპერის სანაცვლოდ, "ქალაქელთა" მესვეურებმა "ბენფიკას" 35 მილიონი ევრო გადაუხადეს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბრაზილიელი შესანიშნავად გამოიყურება.

30 სექტემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგის მე-7 ტურის ეგიდით, "სტემფორდ ბრიჯზე" ცენტრალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ლონდონის "ჩელსი" "სიტის" დაუპირისპირდა. ორივე გუნდის სათამაშო ფორმის ოპტიმალურობიდან გამომდინარე, ძალიან რთული წარმოსადგენი იყო, თუ ვინ შეძლებდა უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვებას.
გუარდიოლამ დაამტკიცა, რომ გუნდის წარმატებაში, მას არანაკლები წვლილი მიუძღვის, ვიდრე ამ კლუბში მოთამაშე ფეხბურთელებს.

"სიტის" სათამაშო ტაქტიკაში ერთი მნიშვენლოვანი დეტალი გამოიკვეთა. ბურთის გარეშე, "სიტი" 4-3-3 -ზე გადაეწყობოდა, მისი მოპოვების შემდეგ კი კაილ უოკერი მე-3 ცენტრალური მცველის პოზიციას იკავებდა, ხოლო მარცხენა ფლანგზე მოთამაშე დელფი, რომელიც მენდის ტრავმის პერიოდში მცველად ასპარეზობს, ცენტრალური ნახევარმცველის ამპლუას ითავსებდა.
ამ ტაქტიკას ძალიან ცოტა თუ მიმართავს. საქმე ისაა, რომ ერთი პოზიციური შეცდომა და ამ ტაქტიკით მოთამაშე გუნდის ბედი შეიძლება გადაწყდეს. თუმცა, პეპი თავისი ფეხბურთელების განსაკუთრებული ნდობით გამოირჩევა.
ესპანელი სპეციალისტის ამ მიდგომას გასულ სეზონშიც შეამჩნევდით. მაშინ, პეპი ამას იმაზე იშვიათად იყენებდა, ვიდრე ეს მიმდინარე სეზონში.

19 ქულით, გუნდი სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზეა, 22 გოლი აქვს გატანილი და მხოლოდ 2 გაშვებული. შედეგზე რომ არაფერი ვთქვათ, გუნდი შთამბეჭდავ ფეხბურთს თამაშობს. სწრაფ, ტაქტიკურად და პოზიციურად გამართულ ფეხბურთს შედეგიც მოაქვს...

კევინ დე ბრუინი კი საოცარ ფორმაშია. ბელგიელი, რომელიც თითქოს წინა სეზონში ჩაქრა, მიმდინარე წელს შესანიშნავად თამაშობს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის დღევანდელი "სიტის" მთავარი საყრდენი ძალაა. ის "სიტის" სათამაშო სისტემას იდეალურად ერგება.

მანჩესტერ სიტი - ინგლისის მომავალი ჩემპიონი?


სიმართლე არის ის, რომ ტექნიკურობის თვალსაზრისთი, კევინ დე ბრუინზე უკეთესი ფეხბურთელების მოძებნა რთული არ არის. მისი მთავარი პლიუსი ტექნიკურობა ნამდვილად არაა. დე ბრუინი უმაღლესი სათამაშო ინტელექტის მქონე, ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია, რომელიც თანაგუნდელებს კარგად ეწყობა და ზუსტად იცის, რა დროს როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

გუარდიოლა რომ დე ბრუინს განსაკუთრებულად ენდობა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ბელგიელს ესპანელი სპეციალისტისგან მოედანზე მოძრაობის შეზღუდვა არ აქვს. ეს გუშინდელ შეხვედრაშიც გამოჩნდა.

დე ბრუინმა კურტუას კარში ულამაზესი გოლი გაიტანა და "სტემფორდ ბრიჯზე" შეკრებილი პუბლიკა დაამწუხრა. "სიტიმ" "ეტიჰადზე" ბოლო შეხვედრა სწორედ "ჩელსისთან" დათმო, ასე, რომ ეს გამარჯვება, ერთგვარ რევანშადაც შეიძლება ჩაითვალოს.

სპეციალურად GOAL.GE-სთვის, გიორგი მრელაშვილი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

5 მატჩი, რომელზეც დღეს ფსონი აუცილებლად უნდა გააკეთო

იმისთვის, რომ საფეხბურთო საღამოები უფრო მეტად საინტერესო და დამაინტრიგებელი აღმოჩნდეს, თქვენთვის ახალი რუბრიკა გვაქვს.

დღეს, 11:42

ფოტოები: როგორ შეიცვალნენ რეალის 1990-იანი წლების ვარსკვლავები

რობერტო კარლოსი, ფერნანდო იერო, უგო სანჩესი, რაული, მანუელ სანჩისი - ამ ხალხს „რეალისთვის“ წარმატებები მე-20 საუკუნის ბოლოს მოჰქონდა.

დღეს, 14:53

აპირებს თუ არა ბაიერნი პერიშიჩის გამოსყიდვას?

„ბაიერნის" თავმჯდომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, ივან პერიშიჩის მომავალზე ისაუბრა, რომელიც ამ სეზონს გუნდში იჯარით ასპარეზობს.

დღეს, 14:45

"ის თავადაც არ იყო იდეალური", - დუაიტ იორკმა როი კინს მაგუაირის და დე ხეას ნაცვლად უპასუხა

„მან.იუნაიტედის" ყოფილმა ფორვარდმა, დუაიტ იორკმა, როი კინს ჰარი მაგუაირისა და დავიდ დე ხეას კრიტიკაზე უპასუხა.

დღეს, 14:37

სანემ 10-ნომრიანი მაისურით სურათების გადაღება კოუტინიოს გამო იუარა

„ბაიერნის" პრესსამსახურმა ახსნა, თუ რატომ არ გადაიღო ლეროი სანემ სურათები 10-ნომრიანი მაისურით, მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა მას სწორედ ის გადასცა.

დღეს, 14:34

აჭარაბეთზე გართობის დეგუსტაცია დაიწყო

აჭარაბეთზე გართობის დეგუსტაცია დაიწყო.

დღეს, 14:27

ბრუნო და პოგბა ერთმანეთს ვარჯიშზე შეეჯახნენ - ორივეს მონაწილეობა დღევანდელ მატჩში ეჭვქვეშაა

ერთი შეხედვით კურიოზული შემთხვევა, „იუნაიტედს" შესაძლოა ძვირად დაუჯდეს.

დღეს, 11:20

ბარსელონას ექვსი ფეხბურთელი მოულოდნელად დოპინგზე შეამოწმეს

უეფას დოპინგ-ოფიცერები „ბარსელონას" დაუგეგმავი ვიზიტით დაატყდნენ თავს.

დღეს, 11:16

პოგბამ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

„მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ, საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 11:12

რუმენიგე: "ტიაგოს რაღაც ახლის გამოცდა სურს, მაგრამ ლივერპულს ჩვენთვის არ მოუმართავს"

„ბაიერნის" თავმჯდომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, ტიაგო ალკანტარას „ლივერპულში" შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 11:10

ბილბაოსთან მატჩში, რეალს საკვანძო ფეხბურთელი ვერ დაეხმარება

მადრიდის „რეალის" მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი, „ბილბაოსთან" შეხვედრაში ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელის გარეშე დარჩება.

დღეს, 11:05

მესის კარიერის პრემიერ ლიგაში გაგრძელების რეალური ვარიანტი გამოუჩნდა

„ბარსელონას" არგენტინელმა შემტევმა, ლიონელ მესიმ, კარიერა შესაძლოა ინგლისის ჩემპიონატში გააგრძელოს.

დღეს, 10:56

მარადონას ექიმმა აღიარა, რომ დიეგო ალკოდამოკიდებულია

დიეგო მარადონას ექიმმა, ლეოპოლდო ლუკემ, არგენტინელი ექს-ფეხბურთელისა და ამჟამად მწვრთნელის ჯანმრთელობაზე ისაუბრა.

დღეს, 10:53

რობენის კვალდაკვალ? კარიერა შესაძლოა სნეიდერმაც განაახლოს

ნიდერლანდების ნაკრების ექს-ნახევარმცველი, უესლი სნეიდერი, შესაძლოა ფეხბურთში დაბრუნდეს, იტყობინება AS.

დღეს, 10:49

კლოპმა მიანიშნა, რომ შესაძლოა, ლივერპულის შემდეგ სამწვრთნელო კარიერა დაასრულოს

„ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა აღნიშნა, რომ სიბერემდე მწვრთნელობას არ აპირებს.

დღეს, 10:46

დე როსი სერიოზული გამოწვევის წინაშე: სამწვრთნელო კარიერის დაწყება, პირდაპირ სერია ა-ში

როგორც მოგეხსენებათ, იტალიელმა ფეხბურთელმა დანიელე დე როსიმ კარიერა დაახლოებით 5 თვის წინ დაასრულა.

დღეს, 02:55

ატლეტიკო არ გამოვიდა - კავანიმ სერია ა-ს კლუბთან შეათანხმა?

აქტიურად იწერებოდა, რომ "პსჟ"-ს ფორვარდი ედინსონ კავანი "ატლეტიკოში" გადავიდოდა.

დღეს, 02:51

კლოპმა თავისი ფეხბურთელები დაიცვა: "მათ მედალი აუცილებლად უნდა მისცეთ!"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა თავისი ახალგაზრდა ფეხბურთელები დაიცვა.

დღეს, 02:43

რივალდომ მესის რჩევა მისცა: "ან გვარდიოლასთან უნდა წავიდეს ან კრიშტიანუსთან"

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რივალდომ "ბარსელონას" ამჟამინდელ ლიდერზე ლეო მესიზე ისაუბრა.

დღეს, 02:39

ბაიერნში ტიაგოს გაშვების მიზეზებზე ისაუბრეს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ მომავალი სეზონიდან ტიაგო ალკანტარა "ბაიერნში" აღარ ითამაშებს.

დღეს, 02:35

ჩელსი ფეხბურთელებს კიდევ დაიმატებს? - ლამპარდი კომენტარს აკეთებს

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა გუნდის სატრანსფერო გეგმები განიხილა.

დღეს, 02:33

კლოპი: "რას გავაკეთებ, ლივერპულთან რომ კონტრაქტი ამომეწურება?"

"ლივერპულის" მთავარ მწვრთნელს იურგენ კლოპს გუნდთან მიმდინარე კონტრაქტზე ჰკითხეს.

დღეს, 02:28

რეალის უნიკალური შედეგი - პირველად 21-ე საუკუნეში

ლა ლიგის გასულ ტურში მადრიდის "რეალი" "ხეტაფეს" დაუპირისპირდა და მეტოქე 1:0 დაამარცხა.

დღეს, 02:24

მორატას დუბლი და ატლეტიკოს მარტივი გამარჯვება [VIDEO]

ესპანეთის ჩემპიონატის 34-ე ტურში მადრიდის "ატლეტიკო" "მალიორკას" დაუპირისპირდა და 3:0 გაანადგურა.

დღეს, 02:06

მეკარის უხეში შეცდომა, კაცის გაძევება - დინამომ ლოკომოტივი გაანადგურა და გალიდერდა [VIDEO]

ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში "დინამო არენაზე" ერთმანეთს "დინამო თბილისი" და "ლოკომოტივი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 02:02

მოურინიო: "ლო ჩელსოს ბრუნო ფერნანდეშში არ გავცვლიდი"

მოგეხსენებათ, გასულ ზამთარს ბრუნო ფერნანდეში "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგდა.

გუშინ, 22:21

"გუნდს მესის გარეშე გაუჭირდება", - ბარსელონას ექს-პრეზიდენტი

"ბარსელონას" ექს-პრეზიდენტი, სანდრო როსელი კლუბიდან ფორვარდ ლიონელ მესის შესაძლო წასვლას გამოეხმაურა.

გუშინ, 22:15

ბარსელონამ იუვენტუსს ხმაურიანი გაცვლა შესთავაზა

"ბარსელონას" ხელმძღვანელობამ "იუვენტუსს" საკმაოდ საინტერესო წინადადებით მიმართა.

გუშინ, 22:10

"არ გამიკვირდება, თუ მანჩესტერი სანჩოს დაიმატებს", - იორკი

დუაიტ იორკმა განაცხადა, რომ "ეშმაკუნებს" "დორტმუნდის" გარემარბ ჯეიდონ სანჩოს შეძენა უღირთ.

გუშინ, 22:06

ბუფონი: "მინდა სკოლა დავამთავრო, 30 წელიწადია ამის გამო მშობლებს ტვინი მიაქვთ"

"იუვენტუსის" გოლკიპერმა, ჯანლუიჯი ბუფონმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:02
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10