სლოვაკეთში ჭანტურიშვილმაც გაიტანა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სლოვაკეთში ჭანტურიშვილმაც გაიტანა


სლოვაკეთში ჭანტურიშვილმაც გაიტანა

სლოვაკეთის ფორტუნა ლიგაში კიდევ ერთი ქართული გოლი გავიდა. ვახტანგ ჭანტურიშვილის ტრნავის სპარტაკი შინ დაუხვდა სტრედას და 2:0 დაამარცხა. ტრნაველთა პირველი გოლი ჩვენებურმა გაიტანა.

სპარტაკი ჩემპიონატის ლიდერია და მთელი მატჩის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა, სანამ მხსნელად ჭანტურიშვილი არ მოევლინა. ქართველმა ნახევარმცველმა ანგარიში 83-ე წუთზე გახსნა. მისი უშუალო მონაწილეობით გავიდა მეორე გოლიც _ 84-ე წუთზე მისი ჩაწოდების შემდეგ ილმაზმა ძელს გაატყა ბურთი, დამატებაზე კი ეჰომ ცარიელ კარში შეაგდო.

სპარტაკს 27 ქულა აქვს და 12 გუნდში ერთპიროვნული ლიდერია.

მიმოხილვა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები