კლოპი: "ლივერპულს ლუკაკუს შეძენის შანსი არ ჰქონია, თუმცა ეს საინტერესო იქნებოდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კლოპი: "ლივერპულს ლუკაკუს შეძენის შანსი არ ჰქონია, თუმცა ეს საინტერესო იქნებოდა"


კლოპი:

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი მიიჩნევს, რომ გუნდში მაღალი დონის ფორვარდების საჭიროება არ არსებობს.

გერმანელის განცხადებით, ლივერპულელებს დანიელ სტარიჯი ჰყავთ.

"სტარიჯი გვყავს. მისი პოტენციალი ჩვენთვის კარგადაა ნაცნობი", - ციტირებს კლოპის სიტყვებს Metro.

"ახლა ჯანმრთელია, ამიტომაც ჩვენი დახმარება შეუძლია. სოლანკეც გვყავს - ინგლისის მთავარი ტალანტი. ჩინებული სიტუაციაა".

"მორატა, ლუკაკუ, კეინი და ლაკაზეტი კარგად თამაშობენ და იტანენ, თუმცა პირველ რიგში სხვა პრობლემები გვქონდა. ლუკაკუს შეძენის შანსი არ გვქონია, მაგრამ ეს საინტერესო იქნებოდა", - დასძინა იურგენმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები