არსენალი ფორმაში შედის - მეთოფეებმა ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგეს [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

არსენალი ფორმაში შედის - მეთოფეებმა ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგეს [VIDEO]


არსენალი ფორმაში შედის - მეთოფეებმა ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგეს [VIDEO]

ლონდონის "არსენალი" ოქტომბრის სანაკრებო პაუზაზე კარგი განწყობით გადის - არსენ ვენგერის გუნდმა ყველა ტურნირზე ერთად ზედიზედ ოთხი გამარჯვება მოიპოვა.

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-7 ტურში "მეთოფეებმა" შინ ახალწვეული "ბრაიტონი" მიიღეს და მეტოქე დამაჯერებლი ანგარიშით (2:0) დაამარცხეს. პირველ ტაიმში თავი ნაჩო მონრეალმა გამოიჩინა, ხოლო მეორე ნახევარში სანჩესის ეფექტური პასით გოლი ალექს ივობიმ გაიტანა.

"არსენალმა" ინგლისის ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხე მშრალი თამაში ჩაატარა და ამ შეხვედრებში 10 ქულა დააგროვა. "მეთოფეები" 13 ქულით მე-5 პოზიციამდე აღზევდნენ.

არსენალი 2:0 ბრაიტონი

გოლები: 1:0 - მონრეალი (16'), 2:0 - ივობი (56').

არსენალი: ჩეხი; ბელერინი, ჰოლდინგი, მუსტაფი, მონრეალი, კოლასინაჩი; რემზი, ჯაკა (ელნენი 83'); ივობი (უოლკოტი 71'), ლაკაზეტი (ჟირუ 71'), სანჩესი.

ბრაიტონი: რაიანი; სალტორი, დაფი, დანკი, ბონგი; მარჩი (სკელოტო 72'), სტეფენსი, პრიოპერი, ისკუდერო (კნოკერტი 76'); გროსი, ბრაუნი (მარეი 76').

მიმოხილვა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები