ბელგიაში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა, კაშიამ ყვითელი ბარათი მიიღო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბელგიაში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა, კაშიამ ყვითელი ბარათი მიიღო


ბელგიაში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა, კაშიამ ყვითელი ბარათი მიიღო

დავიწყოთ იმით, რომ ბელგიის ჩემპიონატში შედგა გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტი. ქართველი ფეხბურთელი გენტის მთავარმა მწვრთნელმა პეტერ ბალეტმა ბრიუგესთან მატჩის 82-ე წუთზე შეუშვა მოედანზე. ამ დროისთვის გენტი 1:2 აგებდა და თამაშიც ასე მორჩა.

იმედია, ჩაკვეტაძეს უფრო მეტი დრო მიეცემა სათამაშოდ გენტის შემადგენლობაში, რომელიც ამ დროისთვის 16 გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა.

ჰოლანდიის ერედივიზიონში უტრეხტის წინააღმდეგ სრული მატჩი ითამაშა ვიტესის კაპიტანმა გურამ კაშიამ და 56-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. შეხვედრა კი 1:1 მორჩა.

ვიტესს 14 ქულა და მე-3 ადგილზეა, თუმცა, ამდენივე ქულა კიდევ 5 გუნდს გააჩნია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები